ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტურინის “იუვენტუსი” კიევში “დინამოს” ეთამაშება. ანდრეა პირლოს სამწვრთნელო დებიუტიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში შედგება.
პირლომ უკრაინელთა წინააღმდეგ ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩია:
შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი; კიეზა, ბენტანკური, რაბიო, კუადრადო; რემზი; კულუსევსკი, მორატა
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.