ლეგენდარული ანდრეა პირლო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ პირლოს 23 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერიოზულად განიხილავს.
ხსენებული ასაკობრივი გუნდი სერია C-ში თამაშობს და ამჟამად მაურო ძირონელი წვრთნის, მაგრამ მისი მუშაობით უკმაყოფილონი არიან. პირლო კი აღნიშნულ პოსტზე დაინიშნება, მისთვის პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება.
ანდრეამ მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა, სამწვრთნელი კურსებს დაეუფლა და აღნიშნულ პროფესიაში ფეხის დამკვიდრება გდაწყვეტილი აქვს.
შეგახსენებთ, რომ პირლო „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა. ოთხჯერ მოიგო სკუდეტო, ორჯერ იტალიის სუპერთასი, ერთხელ იტალიის თასი, ხოლო ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.