მთავარი / სიახლეები / ანიელიმ კონტეს დაბრუნებას ვეტო დაადო

ანიელიმ კონტეს დაბრუნებას ვეტო დაადო

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება შემდეგ სეზონში ჯერ კიდევ უცნობია. ალეგრი ძალიან ახლოსაა ტურინული კარიერის დასასრულთან, მაგრამ მის მემკვიდრეზე კლუბში ვერაფრით ჩამოყალიბდნენ.

იტალიური მედიის ცნობით ეს ნამდვილად არ იქნება ანტონიო კონტე. ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი სწორედ კონტეს ლობირებენ და მის დაბრუნებას ემხრობიან, მაგრამ ანდრეა ანიელიმ კონტეს „იუვეში“ დაბრუნების საკითხს ვეტო დაადო.

ალეგრის შესაძლო შემცვლელთა სია კი ფართოა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდებია: მაურიციო სარი, პეპ გვარდიოლა, სინიშა მიხაილოვიჩი, სიმონე ინძაგი, დიდიე დეშამი და მაურისიო პოჩეტინო.

არგენტინელმა განაცხადა, რომ „ტოტენჰემს“ დიდი ალბათობით დატოვებს. ეს კი, უმალვე გახდა იმის საფუძველი, რომ „იუვესთან“ დაეკავშირებინათ. როგორც ამბობენ. პოჩეტინო „ბებერი სინიორასთვის“ იდეალური ვარიანტი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …