ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. იტალიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა, როგორც სეზონის დარჩენილ ნაწილზე, ისე ანდრეა ბარძალიზე და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებზე.
პრესტიჟის დაცვა
„ჩვენ ვართ „იუვენტუსი“ უნდა შევინარჩუნოთ იმიჯი, ამიტომ, არცერთი თამაში ჩვენთვის უმნიშვნელო არაა. მიუხედავად იმისა, რომ პატივსცემთ იმ გუნდებს, რომლებსაც სეზონის მიზნები ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვთ. „ტორინოსთან“ კარგი თამაში ჩავატარეთ, ხოლო „სან სიროზე“, პირველი ნახევარი მართლაც ცუდი და მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ. „რომასთან“ თამაში მნიშვნელოვანია პრესტიჟის თვალსაზრისით და პირველივე წუთიდან ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
ჩემპიონთა ლიგა, სადაც ყველაფერი ხდება
ეს არის სიტუაცია, რომელიც ყოველწელს არ ხდება. ეს შედეგები სერია A-ს სისუსტეზე არ მიუთითებს, რადგან სხვა ქვეყნის გუნდებიც ვერ გავიდნენ ფინალში. შეიძლებოდა ფინალი „ბარსელონა“ – „აიაქსი“ ყოფილიყო, მაგრამ ნახევარფინალებმა დაგვანახა, რომ ყველაფერი ხდება. მინიმალურ ეპიზოდსაც შეუძლია ყველაფრის შეცვლა და კვალიფიცირება შემდეგ ეტაპზე. ვინ მოიგებს? რთულია პროგნოზი, კარგი თამაში იქნება.
სამაგალითო ბარძალი
„ბარძა“ ერთ-ერთია, რომელის ამ რვა სკუდეტოს წარმომადგენელია, მაგრამ ამასთან იტალიური ფეხბურთისაც. მისი წასვლა ჩვენი გასახდელისთვის დიდი დანაკლისი იქნება. მე და ახალგაზრდა ბიჭებს ის მუდმივად ასწავლისთუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ასეთ დონეზე 38 წლამდე ითამაშა“, – თქვა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 12 მაისს, „რომას“ ესტუმრება.