ტურინის „იუვენტუსის“ თამაშ „ატლეტიკოსთან“ ანდრეა პირლომ შეაფასა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, „იუვესგან“ თამაშის სურვილი ვერ დაინახა.
„ასეთი ზეწოლა ნორმალურია, როდესაც მსგავსი მაღალი მიზნისთვის თამაშობ. როდესაც „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ხარ, ასეთ ზეწოლას თავი უნდა გაართვა და აჩვენო ის, რაც გაქვს. სამწუხაროდ, ამ საღამოს ეს ვერ ვნახე. სამაგიეროდ ვნახე გუნდი პიროვნების გარეშე და მცირე სურვილი იმისა, რომ ეჩვენებინა თამაში, რაღაც შეექმნა“, – განაცხადა პირლომ.