მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, „იუვეს“ 20 დღე აქვს სიტუაციის შესაცვლელად. ამის შესახებ მაქსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„20 დღე. 20 დღე, რომ მზად ვიყოთ ცოცხალი გამოწვევისთვის და გამარჯვებისთვის. ყველა ერთად. Fino alla fine”, – დაწერა ალეგრიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „იუვესა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს ტურინში გაიმართება.