ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველის ნიკო ძანიოლოს ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს. ამისთვის საწყისი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. Tuttosport-ის ინფორმაციით, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ძანიოლოს აგენტ კლაუდიო ვიგორელის მადრიდის სასტუმროში შეხვდა.
შეხვედრა Hotel Gran Melia Fenix-ში შედგა, სადაც თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუსთან დაიწყო მოლაპარაკებები და საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა ფაქტია „იუვენტუსი“ 19 წლის იტალიელის გადასაბირებლად ყველა ღონე იხმარს. აღსანიშნავია ისიც, რომ „რომა“ ფეხბურთელთან ახლი კონტრაქტის გაფორმებასაც აპირებს.