მთავარი / სიახლეები / მორატა: „ეს არასოდეს გამეორდება“

მორატა: „ეს არასოდეს გამეორდება“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა, თუმცა გააუქმეს. სანამ ვიდეორეფერი გოლს გააუქმებდა, მანამდე ესპანელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი აღნიშნა.

ამის შესახებ ალვარომ მატჩის მერე განმარტება გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, „იუვე“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ტურინში ადვილი არაფერი იქნება, ომს ველოდებით. მინდა, ჩემს ყოფილ ქომაგებს მივესალმო, წარსულში ბევრი გავაკეთე შავ-თეთრი ფერით და სიყვარულით.

აღნიშვნა? მეს ეს მჭირდებოდა, რადგან ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, თუმცა ეს აღარასდროს გამეორდება. ისე, ვფიქრობ, კიელინის წასაქცევად უფრო მეტია საჭირო. საპასუხო თამაში? არასოდეს თქვა არასოდეს, მოედანზე დარწმუნებულნი უნდა გავიდეთ“, – თქვა მორატამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …