„იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. ლეგენდარული სპეციალისტის განცხადებით, ტურინელებმა კარგად იცოდნენ, რომ მეტოქე სტანდარტების დროს სახიფათო იყო, მაგრამ გოლები მაინც ამ მდგომარეობიდან გაუშვეს.
გარდა ამისა, ლეონარდო ბონუჩი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხიმენესი გოლის დროს ჯარიმა არ ყოფილა.
„იუვენტუსი“ ძალიან არ მომეწონა. ეს არ იყო გუნდი, რომელიც ჩვეულებრივ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს თამაშობს. იცოდნენ, რომ „ატლეტიკო“ ძლიერი გუნდი იყო სტანდარტული სიტუაციების დროს და მიუხედავად ამისა, ასეთი სიტუაციიდან ორი გოლი გაუშვეს.
იტალიაში ეს მეთოდი კარგად გამოიყენება, თუ მიწაზე დაეცემი, სასტვენის ხმა ისმის. ბონუჩი ოდნაც შეხებაზე კი ძირს დავარდა. ცხადია, წესის დარღვევა არ ყოფილა“, – თქვა კაპელომ.