მთავარი / სიახლეები / პირლო: “მწვრთნელობა უფრო ძნელია, ვიდრე ფეხბურთელობა”

პირლო: “მწვრთნელობა უფრო ძნელია, ვიდრე ფეხბურთელობა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მწვრთნელობა გაცილებით რთულია, ვიდრე ფეხბურთელობა.

„როდესაც კარიერა დავასრულე, სწავლა დავიწყე და ვამჩნევდი, რომ ეს გატაცება დღითიდღე იზრდებოდა და ტემპი ავტომატური ხდებოდა. ჩემს კარიერაში შესანიშნავი მწვრთნელები მყავდა, ლუჩესკუდან ლიპიმდე, ანჩელოტიდან კონტემდე და ალეგრიმდე. გამიმართლა, რომ საუკეთესოებთან ვმუშაობდი და ყველასგან რაღაცის სწავლა შემეძლო. გვარდიოლა ყველასთვის მაგალითია, ახალგაზრდა მწვრთნელისთვის მისაბაძია, მაგრამ გარდა ამისა, ყველას საკუთარი იდეები აქვს.

ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ახლა ჩემს განკარგულებაში არიან, მოკლე დროში გაიგეს რა იყო ჩემი როლი და ადვილი იყო დამოკიდებულების შეცვლა. ისინი ძალიან დამეხმარნენ, რადგან იციან რას ნიშნავს აქ თამაში, გამარჯვება და ჩემთან მუშაობა. მწვრთნელობა უფრო სტრესულია, ვიდრე ფეხბურთელობა. როდესაც ვთამაშობდი, ბურთით მოედანზე მე ვიყავი და ჩემს თავს ვხელმძღვანელობდი, ახლა მხოლოდ რამდენიმე მითითების გაკეთება შემიძლია. ამიტომ, მწვრთნელობა გაცილებით რთულია.

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლოა, მისი ვარჯიშების და თამაშის ყურება სასიამოვნოა, როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის. 35 წლის ასაკში პატარა ბიჭივით მუშაობს, ის სამაგალითოა.

ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაშ უდიდესი ყურადღებით და ერთი და იგივე ენთუზიაზმით იქნება საჭირო. მარტში ყოველთვის რთული პერიოდი იწყება, საჭიროა წილისყრაშიც გამართლება.

ჩვენ დომინანტური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. მნიშვნელობა არ აქვს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გვექნება მატჩი თუ სხვაგან, ჩვენი სათამაშო ფილოსოფია არ უნდა შეიცვალოს“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 17 ოქტომბერს, „კროტონესთან“ გამართავს, ხოლო 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად კიევის „დინამოს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …