ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპი იტალიურ მედიასთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ლიპი სხვადასხვა თემას შეეხო და განაცხადა, რომ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს „იუვენტუსი“ პაველ ნედვედის მოედანზე ყოფნის შემთხვევაში არ წააგებდა.
„პირლოს ნიჭი ყოველთვის ჰქონდა და როგორც მწვრთნელსაც ექნება. მას სურს დომინანტი ფეხბურთი და იცის როგორ ჰქონდეს კომუნიკაცია საუკეთესოფეხბურთელებმა. ეს „იუვესთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. თუ გუნდი მიზნებს ვერ მიაღწევს, ნამდვილად არიქნება მისი ბრალია და იმის ბრალი, რომ გამოცდილება არ აქვს.
მოჯი? „ნაპოლი“ – „რომას“ მატჩის წინ მითხრა, რომ „იუვენტუსს“ სურდა ჩემი წაყვანა. შემდეგ კვირას შევხვდით ჯირაუდოსა და ბეტეგას კონტრაქტსი გასაფორმებლად. „იუვენტუსში“ ძალიან მოტივირებული ფეხბურთელები დამხვდა, რადგან 10 წელი სკუდეტო არ მოეგოთ. მაგრამ პრესეზონის დროს ბევრი რამ იყო შესაცვლელი. საოცარი გუნდი შევქმენით, ყველა დარბოდა, დაცვას დელ პიეროც კი ეხმარებოდა. მოვიგეთ ტიტულები, ჩემპიონთა ლიგაც. დაბრუნების შემდეგ (2001 წელს) ისევ გავხდით ჩემპიონაები, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით და ესპანური ფეხბურთი დავიპყარით, რადგან „დეპორტივო“, „ბარსელონა“ და „რეალი“ დავამარცხეთ. 2003 წელს, „მილანთან“ ფინალს ნედვედთან ერთად ნამდვილად არ წავაგებდით.
მსოფლიო ჩემპიონობა? 2004 წელს იტალიის ნაკრებში თავგადასავალი ფანტასტიკურად დაიწყო. მე მათ ვუთხარი, რომ გუნდში მსოფლიო თასის მოსაგებად მივედი. ბიჭებს ვუთხარი, რომ მსოფლიო ჩემპიონობისთვის სლოვენიასთან და ბელარუსთან გამარჯვება საკამრისი არ იყო. ამიტომ, დავგეგმეთ სამი საუკეთესო ამხანაგური მატჩი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გერმანიაში ჩემპიონობა ნამდვილად შეგვეძლო. გერმანელების წინააღმდეგ ვთქვი, რომ უძლეველები ვიყავით და ფინალში მოვიგებდით. საფრანგეთს ჩვენთან უკვე მოგებული ჰქონდა, როგორც პენალტებში, ისე დამატებით დროში და ამჯერად, ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩვენი რიგი იყო.
კანავარო? ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და „ოქროს ბურთიც“ მოიგო. ის ჩემპიონი იყო, მოედნის მიღმაც უდიდესი როლი ჰქონდა გამარჯვებებში.
ტოტი? ტრავმის შემდეგ რომში ჩავაკითხე და ვუთხარი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. 100%-ით მზად არ იყო, მაგრამ მისი ძალიან მჯეროდა.
ძამბროტას პოზიციის ცვლილება? კამორანეზის გუნდში მოსვლამდე სერიოზული ტრავმა ჰქონდა. როდესაც დაბრუნდა არჩევანის გაკეთება ამ ორს შორიარ დამჭირვებია. ერთ თვეში უკვე შეძლო მარცხენა ფლანგზე დაცვაში თამაშთან შეგუება და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა თავის პოზიციაზე.
ყველაზე დიდი მოთამაშე ვისაც ვავარჯიშებდი? ზიდანი. როგორც პირლომ, მანაც იცის დიდ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია. მაღალიდონის მწვრთნელები ზეწოლით ვერ იმარჯვებენ, არამედ დიდი ფეხბურთელების ნდობის მოპოვებით და დარწმუნებით, რომ მწვრთნელს მიჰყვნენ ყველა ნაბიჯზე. ასე იმარჯვებენ დიდი მწვრთნელები“, – თქვა ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ მარჩელო ლიპი „იუვენტუსში“ 1994-1999 და 2001-2004 წლებში მუშაობდა.