ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მოედანზე საუკეთესო „ინტერის“ მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი იყო.
„ჩემი პირველი გეგმა, როგორც დებიუტანტის იტალიის სუპერთასის მოგება და იტალიის თასის ფინალში იყო. ფეხბურთელის რანგში უფრო ადვილი იყო,თამაშზე ვფიქრობდი და ყველაფერი იქ სრულდებოდა, მწვრთნელის რანგში სრულიად განსხვავებული. ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, სეზონის შუაში ვართ, ახლა დავისვენებთ და შაბათის მატჩზე ვიფიქრებთ.
მაქვს ბედნიერება, რომ ოთხი ძალიან კარგი ცენტრალური მცველი მყავდეს, მათ იმუშავეს და აითვისეს ჩვენი დაცვის მეთოდი. რასაკვირველია, კიელინის დაბრუნებამ ხელი ძალიან შეგვიწყო, მაგრამ ზოგადად დაცვით ფაზაში უფრო მშვიდები ვართ. ალეგრის სტილში ვიმარჯვებ? თუ იმდენ ტიტულს მოვიგებ, რაც მან მოიგო, შეგიძლიათ “ალეგრიანო” დამიძახოთ.
დღეს ძალიან კარგები ვიყავით, რადგან „ინტერს“ კარში თითქმის არ დაურტყამს, მოედანზე საუკეთესო ჰანდანოვიჩი იყო და ამით კმაყოფილები ვართ. სეზონის დასაწყისიდან თავს 4-4-2 სქემით ვიცავთ, მაგრამ თამაშის მეთოდი ზოგჯერ განსხვავებულია იმის საფუძველზე როგორ გვიტევენ მეტოქეები.
რონალდუ, დიბალა და მორატა ერთად? იმედია სამივე ერთად იქნება ჩემს განკარგულებაში, ამის შემდეგ ვიფიქრებ ამაზე, რომ გუნდის ხარისხი ავამაღლოთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში მეოცედ გავიდა, რაც რეკორდია. მომდევნო მატჩს კი ტურინული გუნდი 13 თებერვალს, სტუმრად „ნაპოლისთან“ გამართავს.