„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩის დასაწყისში ლეონარდო ბონუჩისა და ანტონიო კონტეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
კონტე ლაუტარო მარტინესზე ფედერიკო ბერნარდესკის მხრიდან თამაშის წესის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას დაჟინებით ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს შორის კონტაქტი არ ყოფილა და შესაბამისად, არც თამაშის წესი დარღვეულა.
კონტე მსაჯებს თავს დაესხა და მათ პენალტის დანიშვნისკენ მოუწოდებდა. სწორედ ამ დროს მან ბონუჩიმ სათადარიგო სკამიდან დამშვიდებისკენ მოუწოდა:
„მსაჯებს პატივი უნდა სცე“, – უთხრა ლეონარდომ ყოფილ მწვრთნელის, რომლის ხელმძღვანელობით „იუვესა“ და იტალიის ნაკრებში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში ისტორიაში მეოცედ გავიდა და იქ „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.