მთავარი / სიახლეები / “იუვე” იტალიის თასის ფინალში გავიდა

“იუვე” იტალიის თასის ფინალში გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში გავიდა. ანდრეა პირლოს გუნდმა მილანის „ინტერი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა. ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი პირველად მატჩმა გადაწყვიტა, რადგან ტურინში გოლი არ გასულა.

შეხვედრა სანერვიულო და დაძაბული გამოდგა. ძირითადად სტუმრები უტევდნენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ ჰქონიათ და „იუვეს“ დაცვამ მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის ლიდერობით ჩინებულად ითამაშეს.

სამაგიეროდ, „იუვე“ წინ იშვიათად მიდიოდა, მაგრამ მაგარი მომენტები შექმნა და ყველა რონალდუს. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა ერთხელ ჰანდანოვიჩს პირისპირ ვერ აჯობა, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურად ითამაშა მაგრად, თუმცა სლოვენიელმა კიპერმა ისევ გადაარჩინა „ინტერი“.

ბოლო წუთებში „იუვემ“ გამიზნულად ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი, რაზეც ხუან კუადრადოს ნაცვლად ჯორჯო კიელინით შეცვლა მეტყველებს. საბოლოოდ „იუვემ“ შედეგი ბრძოლის ფონზე მიიღო – 0:0 და ორი მატჩს ჯამში 2:1.

„იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 0:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, დემირალი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კუადრადო (კიელინი 82), ბენტანკური, რაბიო, ბერნარდესკი (მაკკენი 62); კულუშევსკი (კიეზა 87), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი (კოლაროვი 65); ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ერიკსენი (სენსი 65), დარმიანი (პერიშიჩი 58); ლაუტარო, ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გაფრთხილება: ალექს სანდრო (25) – დარმიანი (13), პერიშიჩი (65), ბროჟოვიჩი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 18 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: მაურიციო მარიანი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …