ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სურს ისეთი „იუვე“ იხილოს, რომელიც თავის ძალებში დარწმუნებულია.
„მინდა ვნახო გუნდი, რომელიც დარწმუნებულია თავის სიძლიერეში. ეს პირველი რაუნდია, შესაბამისად, კარგად უნდა ვმართოთ თამაში. ეს არ იქნება გადამწყვეტი მატჩი. „ინტერთან“ მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. მას შემდეგ შესანიშნავად ვთამაშობ, გაგვიმართლა, რომ იმ წაგებიდან მალევე სუპერთასის ფინალში „ნაპოლის“ შევხვდით, ამიტომაც, ყურადღება დაუყოვნებლი სხვა თამაშზე გადავიტანეთ. ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარია და წინ ბევრი თამაშია.
„ინტერისგან“ ჩვეულ თამაშს ველოდები. ისინი შეეცდებიან საკუთარი იდეები ჩამოაყალიბონ მოედანზე. ჩვენ კარგად ვიცნობთ კონტეს და კარგად მოვემზადეთ იმისთვის, რაც შეიძლება მოედანზე მოდეს. ეს კარგი გუნდია თამაშის ჩაშლაში და კონტრშეტევაზე, სწრაფი მოთამაშეები ჰყავს და ყურადღებით უნდა ვიყოთ.
მემყავს ბიჭები, რომელთაც გამარჯვების დიდი სურვილი აქვთ და ეს ფუნდამენტურია ჩვენნაირი ამბიციური გუნდისთვის. შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები იქნება. კარში ბუფონი დაბრუნდება. ერთადერთი რემზი დავკარგეთ, რომელსაც ვარჯიშზე კუნთის პრობლემა შეექმნა, იმედია სერიოზული არაფერია და შაბათს, ჩვენს განკარგულებაში იქნება.
კიელინის დაბრუნებით კომპაქტურობა შევძელით და ბონუჩიმაც შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით აგრესიის თვალსაზრისით მოუმატა. არტური ბურთს კარგად ფლობს და ამიტომ ჩვენი შეტევების მშენებლობას ხშირად ის იწყებს. მორატა კი თანამედროვე ფორვარდია, ისეთი, როგორსაც ვეძებდით და ძალიან გვეხმარება“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.