იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსს“ აარონ რემზი დააკლდება. უელსელ ფეხბურთელს კუნთის პრობლემა აქვს და ვერ ითამაშებს.
მისი დაზიანება მძიმე არ არის და ანდრეა პირლომ იმედი გამოთქვა, რომ შაბათს, „რომასთან“ თამაშს მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რემზიმ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „იუვე“ „ინტერს“ სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე სტუმრად დაუპირისპირდება.