ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ იტალიის თასის ნახევარფინალის შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფორვარდის განცხადებით, „იუვე“ მხოლოდ ერთხელ ცდება.
„ეს არის ორრაუნდიანი მატჩი, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება პირველ თამაშში შეცდომების არდაშვება. „იუვეს“ სურს დაამტკიცოს, რომ ჩემპიონატის თამაში არასწორი იყო. „იუვე“ დიდი მონდომებით და სურვილით ითამაშებს. მას შეუძლია გოლების გატანა. „სან სიროზე“ გამარჯვება კარგი დემონსტრაცია იქნება „იუვეს“ მხრიდან.
დღეს ძალიან ემოციური თამაში იქნება. „ინტერმა“ იცის, რომ „იუვე“ მხოლოდ ერთხელ ცდება. ეს ადვილი არ იქნება. „იუვეს“ სურს სერია A-ს მატჩისგან განსხვავებული თამაშის ჩვენება, დამოკიდებულების შეცვლა. იმ წაგების შემდეგ „იუვეში“ ბევრი რამ უკვე შეიცვალა, პოზიტიური კუთხით. სურს გაიმარჯვოს „ინტერის“ სტადიონზე, რომ ყველას დაუმტკიცოს თავისი ძალა ჩემპიონატში ცუდი მარცხის შემდეგ.
მორატა? მისი დაბრუნება პოზიტიურია. მე ვხედავ ძალიან მოდნომებულ ფეხბურთელს, რომელსაც გოლის გატანა სურს. უფრო დაღვინებული და გამოცდილი ფეხბურთელია, ქარიზმატული ცვლილება განიცადა“, – თქვა ტრეზეგემ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.