ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე მათზე წინაა და ასეთი თამაში განვითარებაში დაეხმარებათ.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, „ბარსელონას“ გზაზე ჩვენზემეტი ნაბიჯი აქვს გადადგმილი, ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ზოგი ჩვენგანი ამ ტურნირზე მეორედ თამაშბდა. საბოლოოდ, ეს მატჩი განვითარებაში დაგვეხმარება.
2015 წლის ნახევარდაცვა უფრო ძლიერი იყო? ყველა გუნდს აქვს ასეთი ციკლი. ახლა „იუვენტუსს“ ახალგაზრდა ნახევარმცველები ჰყავს, მაგალითად ბენტანკური, არტური.უნდა ვიმუშაოთ და ბევრი რამ გავაუმჯობესოთ, რომ „ბარსელონასთან“ თანაბრად თამაში შევძლოთ.
ვდილობდით კიეზა ხშირად მეტოქესთან ერთი-ერთზე დაგვეტოვებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა.ჯერ კიდევ მშენებლობის ფაზაში ვართ და ახლა იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი მალე გამოჯანმრთელდება, რადგან ძირითადი შემადგენლობის გარდა, სხვა არჩევანი და გამოსავალი არ გვაქვს. ბიჭებს უჭირთ მჭიდრო გრაფიკიში ყველა მატჩის ჩატარება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც გამოცდილებას ახლა იღებენ.
გაუქმებული სამი გოლი? ასეთ უიღბლობას არ უნდა ჩამოვეკიდოთ, გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ, არსებობს ვიდეორეფერი, რომელიც თამაშს აკონტროლებს და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს, „სპეციასთან“ გამართავს.