ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდისთის საგანგაშო სიგნალია ბოლო დროს მომრავლებული წითელი ბარათები.
„ბარსელონა“ ცოტათი „იუვეზე“ წინ ნამდვილად არის.ხშირად ვადარებთ ამ გუნდებს, რადგან მწვრთნელები შეიცვალეს, პოზიტიური სეზონი არ ჰქონიათ მიუხედავად იმისა, რომ „იუვემ“ სკუდეტო მოიგო, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ დასრულდა სარის ეპოქა. ბევრი სამუშაო მიმდინარეობს. „ბარსელონა“ ძალიან ლაღი იყო, ალბათ ბარტომეუს წასვლამ მესის და მის თანაგუნდელებს დიდი ენერგია მისცა. ეს გუნდის დამოკიდებულებაში ჩანდა.
„იუვესთვის“ ვფიქრობ, საგანგაშოა, რომ ბოლო 7 მატჩში 3 ფეხბურთელი გააძევეს, ეს უნდა შეისწავლონ, თორემ შეიძლება გუნდისთვის პრობლება გახდეს“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურში 3 ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს ევროსარბიელზე უნგრეთში „ფერენცვაროშთან“ ჩაატარებს.