ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა. იტალიელის განცხადებით, მიზანი ზედიზედ მე-10 სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გასვლა იქნება.
“გრძელი გზა იქნება, ამას დრო სჭირდება, რადგან ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია ყველა ფეხბურთელთან ერთად მუშაობა. ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე და დიდი სურვილი გვაქვს ვაჩვენოთ ის, რომ „იუვენტუსს“ ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე გასვლა გვსურს. ჩვენ აქ ვართ და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ.
აგრესია და ბურთის დაკარგვის შემდეგ მისი დაბრუნების სურვილი არის ის, რაზეც ბევრს ვმუშაობთ. ბოლო ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს თუ გადავხედავთ, წარმატებას იმ გუნდებმა მიაღწიეს, რომლებიც ბურთს უმოკლეს დროში იბრუნებდნენ. მინდა, ეს ჩვენთვის დამახასიათებელი ნიშანიც იყოს, რაც სხვებისგან განმასხვავებელი იქნება. პირველი დღეეის განსაკუთრებული ისტორია? განსაკუთრებით არაფერი, თავიდანვე მშვიდად ვიყავი, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველას ვიცნობდი, ვინც აქ მუშაობს. ეს ძალიან დამეხმარა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 2020-2021 წლების სეზონს 20 სექტემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ მატჩით გახსნის.