ლუის სუარესი და „იუვენტუსი“ პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულნი არიან. ურუგვაელი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს.
თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ ლუისმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს, რომ ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – მას იტალიის პასპორტის აღება სჭირდება.
ამ ზაფხულს „იუვემ“ უკვე დაიმატა ორი არაევროკაშვირელი ფეხბურთელი (არტური, ბრაზილია და ვესტონ მაკკენი, აშშ). ამიტომ, ახლა ურუგვაელის შემთხვევაში იტალიის მოქალაქეობაა საჭირო. სუარესს ნამდვილად შეუძლია იტალიის მოქალაქეობის მიღება, რადგან მისი მეუღლე წარმოშობით ფრიულიდანაა (იტალიის რეგიონი).
თუმცა, პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა ამას დრო დასჭირდეს, დაახლოებით 1 თვე, ირის მიზეზიც კორონავირუსის პანდემიით წარმოქმნილი სხვადასხვა სახის შეფერხებაა.