ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერაში პირველ სეზონს ატარებს და ძალიან მძიმედ. იტალიელმა ჟურნალისტებმა გაიხსენეს მისი სიტყვები ავტობიოგრაფიული წიგნიდან, რომელიც 2013 წელს გამოსცა და მასში წერს, რომ მწვრთნელობას არ აპირებდა.
„მომავალში ჩემს მწვრთნელობაზე ერთ ცენტსაც არ დავდებდი. ეს არის სამუშაო, რომელიც არ მიზიდავს, მოიცავს ძალიან ბევრ ფიქრს და ცხოვრების წესს, რომელიც ფეხბურთელის ცხოვრების წესისგან ძალიან განსხვავებულია“, – წერდა პირლო ავტობიოგრაფიულ წიგნში.
შეგახსენებთ, რომ პირლომ საბოლოოდ მწვრთნელობა ანტონიო კონტესთან მუშაობის შედეგად გადაწყვიტა, რადგან მისით მოხიბლული დარჩა და ეს საჯაროდ არაერთხელ უთქვამს.