ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა მასიმო ჯილეტიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. ის „ბებერი სინიორას“ ტიფოზია და მიიჩნევს, რომ კლუბმა მთავარი შეცდომა მასიმილიანო ალეგრის შემცვლელის შერჩევის დროს დაუშვა.
„რომის იმპერია დაეცა და „იუვეს“ შეიძლება დაეცეს 9 წლის შემდეგ, უბრალოდ ის არის, რომ ცუდად ეცემა. სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ აღიარონ შეცდომები და არასწორი ნაბიჯები. კრიტიკული მომენტი იყო ალეგრის გათავისუფლების შემდეგ კონტეს „ინტერისთვის“ საჩუქრად დათმობა და სარის დანიშვნა. ეს შეცდომა იყო“, – თქვა ჯილეტიმ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში ანტონიო კონტემ „ინტერთან“ მოლაპარაკებებიც შეაჩერა და ტურინელთა წინადადებას ელოდებოდა, მაგრამ მისი დაბრუნება გუნდში ანდრეა ანიელიმ არ ისურვა და მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დანიშნეს.