იტალიის ნაკრების, „პარმასა“ და „ვალენსიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ამადეო კარბონიმ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ერთი სეზონით სკუდეტოს დაკარგვა სამყაროს დასასრულის ნიშანი არ არის.
„ერთი სეზონი სკუდეტოს თუ ვერ მოიგებ, სამყაროს დასასრული არ არის. მოულოდნელად შეიცვალა მწვრთნელი და შესაბამისად გეგმებიც შეიცვალა. ჩემთვის, ტექნიკურ დონეზე პრობლემა არის ნახევარდაცვაში. ამ ზონიდან გუნდს გოლები აკლია. პიანიჩი სეზონში 5-6 გოლს იტანდა, ხედირა 6-7 გოლს. იმ დღეს, როდესაც მოედანზე რონალდუ არ იქნება და არც მორატა, პრობლემები კიდევ უფრო გაჩნდება.
რონალდუს ესპანეთში დაბრუნება? ამაში ეჭვი მეპარება თუ ეს უფასოდ არ მოხდება. ჩემი აზრით „იუვეში“ მასთან დაკავშირებით უფრო მეტ ყურადღებას ფინანსებს დაუთმობენ და არა ტექნიკურ მხარეს, ამიტომ, არმგონია უფასოდ გაუშვა. რონალდუმ შეიძლება შეცდომა დაუშვას, როგორც ეს მოხდა მაგალითად „პორტუსთან“, მაგრამ მისი მნიშვნელობა ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ. თუ არსებობს ეკონომიკური ფაქტი, რომელიც ტექნიკურ საკითხზე მაღლა დგას, მაშინ სხვა საკითხია“, – თქვა კარბონიმ.