ტურინის „იუვენტუსისა“ და მირალემ პიანიჩის გზები შესაძლოა ზაფხულში გაიყაროს. ბოლო დროს ბოსნიელის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა და უკანასკნელ შეხვედრაში „ინტერთან“ მაურიციო სარიმ სათადარიგო სკამზეც გაამწესა.
შედეგად, იტალიური მედია ვარაუდობს, რომ თუ სეზონის დარჩენილ ნაწილში სიტუაცია არ შეიცვლება, არაა გამორიცხული გაასხვისონ.
ყველაზე მეტად კი „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ. პარიზული გუნდის სპორტული დირექტორი ლეონარდო განსაკუთრებით დაინტერესებულია მირალემთან თანამშრომლობით და ეცდება ტრანსფერზე წარმატებით იმუშაოს.
პიანიჩს მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.