ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ აუარს აქტიურად აკვირდება. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა „ოლიმპიკის“ შუახაზელის თამაშით მოხიბლულია.
აღსანიშნავია, რომ ნახევარდაცვაში ზაფხულში მთავარი სამიზნე პოლ პოგბა იქნება, მაგრამ მის მთავარ ალტერნატივად სწორედ აუარი განიხილება.
იმედისმომცემი ფეხბურთელის ფასი საკმაოდ მაღალია და მოსალოდნელია, რომ ჟან-მიშელ ოლა მას 50-60 მილიონ ევროდ შეელევა.