მთავარი / სიახლეები / პიანიჩმა პსჟ-ს კარი გააღო: “ყველაფერი შესაძლებელია”

პიანიჩმა პსჟ-ს კარი გააღო: “ყველაფერი შესაძლებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი „იუვენტუსის“ დატოვებას ა გამორიცხავს. ბოსნიელმა თავის მომავალზე ღიად ისაუბრა და ფრაგული „პარი სენ ჟერმენის“ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ყველაფერი შესაძლებელია, იტალიაში რვა წელია ვარ და დიდ გუნდში ვთამაშობ, მაგრამ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. ამ საკითხებზე მე არ ვფიქრობ, კონცენტრირებული ვარ, რომ სეზონი საუკეთესოდ დავასრულო, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება შვებულების დროს. მე პატივს ვცემ ამ გუნდს, რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს და ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

პსჟ? ძალიან დიდი გუნდია, რომელსაც დიდი სპორტული პროექტი აქვს. ამჟამად ევროპის 8 საუკეთესო გუნდში შედის და უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ყველა ფეხბურთელს სურს ამ გუნდში თამაში, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი ექნებათ“, – განაცხადა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წელს „რომადან“ გადავიდა. ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, ბოსნიელი ზაფხულში „იუვეს“ დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …