ფაბიო კაპელოსთვის გაუგებარია რატომ აკრიტკებს ხალხი მასიმილიანო ალეგრის და ამადროულად ადიდებენ იურგენ კლოპს. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ძალიან უცნაურია.
„ხალხი კლოპით აღფრთოვანებულია და ალეგრის აკრტიკებენ, ეს ვერ გამიგია რატომ ხდება. მწვრთნელს, რომელმაც ზედიზედ ხუთჯერ მოიგო სკუდეტო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა. ალეგრის ერთი ფინალი რომ მოეგო, ახლა გმირი იქნებოდა. აკრიტიკებენ მწვრთნელის, რომელის სეზონის გადამწყვეტ ფაზას წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებით შეხვდა და ეს ძვირად დაფასდა.
ამ დროს ადიდებენ კლოპს, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამარცხებული მენტალიტეტის მწვრთნელია“, – თქვა კაპელომ.