ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ იწვევს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, ნასერ ალ-ხელაიფი ტომას ტუხელის ალეგრით ჩანაცვლებაზე ფიქრობს.
მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კი, ტურინში ანტონიო კონტეს დაბრუნება ისევ რეალური გახდება. კონტესთვის ბრძოლაში ფავორიტი ისევ „რომაა“, მაგრამ თავად იტალიელი სპეციალისტისთვის პირველი არჩევანი „იუვე“ იქნება, თუ რაღა თქმა უნდა, წინადადებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ალეგრი „იუვეს“ 2014 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებს და კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.