მთავარი / სიახლეები / “იუვე” მზადაა კანსელუ გაყიდოს

“იუვე” მზადაა კანსელუ გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ჟოაუ კანსელუ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაყიდოს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელები პორტუგალიელს იმ შემთხვევაში შეელევიან თუ მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებენ.

ცნობილია, რომ კანსელუს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ ეპატიჟებიან. „იუვემ“ ერთი წლის წინ „ვალენსიადან“ სწორედ 40 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ თანხაზე დაბალ ფასად მის გაყიდვას არ აპირებს.

კანსელუმ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ხშირად აღარ ენდობა და რიგ შემთხვევებში მატია დე შილიოს ამჯობინებს. ამ ფაქტით კი, ლოგიკურია, რომ თავად კანსელუც არაა ბედნიერი.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …