ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, რომელიც „ბრეშასთან“ მატჩის გმირი და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა, ნამატჩევს ისაუბრა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა საგოლე მომენტები უფრო მეტად უნდა გამოიყენოს.
„სწრაფი გოლი გავუშვით, რაც ძალიან ცუდია. მაგრამ ვფიქრობ, შემდეგ ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და სწრაფად ვთამაშობდით. ქულები უნდა დავაგროვოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ. იყო პოზიტიური სიგნალები, თუმცა უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, რომ მატჩების ბედი უფრო ადრე გადავწყვიტოთ. ბედნიერი ვართ, რომ სამი ქულა სახლში წავიღეთ. სიწყნარე და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ვიმუშავებთ, როგორც ყოველთვის, თუმცა ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა და ვცდილობთ მოვუმატოთ“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა და 5 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა.