ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „ბრეშასთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი მალე საუკეთესო ფორმაში იქნება.
„ბედნიერი ვარ. მწვრთნელთან თავიდანვე ვისაუბრე და მინდა თამაშის ყველა ფაზაში ვიყო სასარგებლო. ყველაზე მეტად კი შედეგით ვარ კმაყოფილი. ნაბიჯ-ნაბიჯ 100%-ით მზადყოფნასთან უნდა მივიდეთ. ბევრს ვმუშაობთ დაცვით ფაზაში, ცოტა არადამაჯერებლობა ნორმალურია, მაგრამ ვიმეორებ, ტოპ ფორმას მივაღწევთ“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა და 5 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა.