ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა ერთი თვე იუქმებს. ბრაზილიელმა ტრავმა ჯერ კიდევ 14 სექტემბერს მიიღო, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით, მოედანს სავარაუდოდ 19 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც „იუვე“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.
მანამდე კი, ბრაზილიელს „სპალთან“, „ლევერკუზენთან“ და „ინტერთან“ შეხვედრების გამოტოვება დანამდვილებით მოუწევს.
გარდა ამისა, შესაძლოა ტურინელებმა შაბათს „სპალს“ კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გარეშე უმასპინძლონ. ორივე ფეხბურთელს მცირე დაზიანება აქვს და საგანგაშო არაფერია, მაგრამ კლუბში ურჩევნიათ რისკზე არ წავიდნენ და „ლევერკუზენთან“ და „ინტერთან“ გაცილებით ფასეულ მატჩებში გუნდის წამყვანი ფიგურები მოედანზე იყვნენ.