მარიო მანჯუკიჩის ყატარში ტრანსფერი ჩაიშალა. მას შემდეგ, რაც ხორვატმა შესაძლო ტრანსფერი კარგად გაანალიზა, ტურინში დარჩენა გადაწყვიტა მინიმუმ იანვრამდე და ამ პერიოდში თავისი შანსი გამოყენებასაც ეცდება.
დიდი შანსია, რომ სარიმ ხორვატს უახლოეს ხანებში შანსი მართლაც მისცეს შემადგენლობის როტაციის დროს. მითუმეტეს, რომ „იუვეს“ შემტევი ხაზი ჯერჯერობით განსაკუთრებული შედეგიანობით ვერ თამაშობს.
თანაც მანჯუკიჩს სამი ხედირასა და ბლეზ მატუიდის სახით შესანიშნავი მაგალითი აქვს. ფეხბურთელები, რომელთაც ტურინის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა სარისთვის თითქმის შეუცვლელი მოთამაშეები არიან.