მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ფეხბურთელთა შეფასებები “ბრეშასთან”

“იუვეს” ფეხბურთელთა შეფასებები “ბრეშასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა და 13 ქულა დააგროვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 5 – გაუშვა ისეთი გოლი, რომელიც როგორც წესი მეგობრებთან ერთად თამაშის დროს გადის. დონარუმას დარტყმა უდავოდ ძლიერი იყო, მაგრამ მისი შეცდომა მაინც სერიოზული გახლდათ. შემდეგ ეცადა გამოსწორებას, მაგრამ შეცდომა ვერ გააქრო.

დანილო 5.5 – სარი მას ენდობა, მაგრამ ბრაზილიელს აშკარად პრობლემები აქვს. ამავე თამაშში მალევე დაშავდა და შეცვალეს, თუმცა „ბრეშას“ გოლში მისი ბრალიც იყო.

კუადრადო 6 – დანილო შეცვალა და თამაშში ცივი გონებით ჩაერთო. გაცილებით კარგი და საიმედო იყო, ვიდრე დანილო ბოლო თამაშებში.

ბონუჩი 6 – „იუვემ“ გოლი ისევ გაუშვა, მაგრამ ლეონარდოს კვლავ კარგი თამაში ჰქონდა, ლიდერის თვისებებით.

დე ლიხტი 6 – მასაც პოზიტიური საღამო გამოუვიდა. ნელ-ნელა იზრდება.

ალექს სანდრო 5.5 – დონარუმას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ბურთი დათავისუფლად, ძლიერად დაარტყას. გოლის ეპიზოდში ბრაზილიელმა საშნლად იმოქმედა.

ხედირა 6.5 – გამთამაშებლის უკან კარგად მოქმედებდა და როდესაც სივრცეებს პოულობდა მარგი ქმედების კოეფიცინეტიც მატულობდა.

პიანიჩი 7 – გოლი ცალკე ისტორიაა, შესანიშნავი დარტყმა. პასების საოცარი სიზუსტითაც გამორიჩა.

რაბიო 5.5 – საუკეთესო კონდიციებიდან შორსაა. მეორე ტაიმში უკეთესი იყ, როგორც ყველა, მაგრამ არც ისე კარგ იყო, როგორც მატუიდი წინა მატჩებში.

რემზი 6.5 – როდესაც ბურთს ეხებოდა, საინტერესოს და სახიფათოს ქმნიდა.

ბერნარდესკი 5.5 – რემზის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, გამთამაშებლის პოზიციაზე, მაგრამ მისი პერიოდი აშკარად არაა.

დიბალა 7 – ცუდად არ უთამაშია, მეტიც კარგად ითამაშა და რემზისთან კარგად გრძნობდა თავს. მთლიანობაში მხოლოდ გოლი დააკლდა.

მატუიდი შ.გ – ფრანგმა ბოლო 10 წუთი ითამაშა.

იგუაინი 5.5 – რონალდუს გარეშე პირველ ვიოლინო მისი იყო, რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …