მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში რთულია, მაგრამ წინ მივდივართ”

პიანიჩი: “სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში რთულია, მაგრამ წინ მივდივართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ბოსნიელმა მესამე გოლი გაიტანა. გარდა ამისა, სანაკრებო პაუზის დროს ბოსნიის ნაკრებშიც დუბლი შეასრულა.

პიანიჩმა, რომელმაც „ბოლონიას“ (2:1) გამარჯვების გოლი გაუტანა, კომენტარი გააკეთა:

„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ვნახეთ მათი მატჩები, „ბოლონია“ კარგ ფორმაშია და შესანიშნავად თამაშობს. გამარჯვება დავიმსახურეთ, ბევრი მომენტი შევქმენით. საბოლოოდ ძვირფასი სამი ქულა მოვიპოვეთ, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

თამაშის ბოლოს მეტოქეც დაიღალა, რადგან ძალიან ბევრი ირბინა. კმაყოფილები ვართ და წინ მივდივართ“, – თქვა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 22 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …