მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი: “შეცდომები გვაქვს, მაგრამ სწორ გზაზე ვართ”

მაურიციო სარი: “შეცდომები გვაქვს, მაგრამ სწორ გზაზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბოლონიასთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, შეცდომები იყო, მაგრამ გუნდი სწორ გზაზეა.

„მეორე ტაიმი კარგი იყო, ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, სწრაფად ვთამაშობდით და ამის ხარჯზე მოვიგეთ. თუმცა, ეს 40 წუთი ხდებოდა, 5 წუთის განმავლობაში კი, ამოცანას თავი ვერ გავართვით. კარგი თამაში იყო, მცირე შეცდომებით, მაგრამ სწორ გზაზე ვართ. არ ვიცი, რა მოხდა მსაჯის კომპენსირებულ დროში, ჩვენზე უკეთესები იყვნენ თუ დავიღალეთ. ბერნარდესკი? მნიშვნელოვანი ფიზიკური თვისებები აქვს, ამიტომ დაცვითი ფუნქციების შესრულება არ უჭირს და ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ორი თავდამსხმელის უკან ნაკლებად მოქმედებს შესაძლებლობას გვაძლევს. ბუფონის სეივი? სანტანდერი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

მიხაილოვიჩი? ძალიან გამიხარდა, როდესაც სათადარიგო სკამზე ვნახე“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 22 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …