ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ბოლონიასთან“ (2:1) გაამრჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ძნელია, გარდა ამისა ჯიჯი ბუფონს კომპლიმენტები უძღვნა.
„სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ცოტათი ყოველთვის რთულია, მაგრამ ვფიქრობ ამ საღამოს კარგი მატჩი გვქონდა. ლამაზი დრიბილგებით, ბევრი საგოლე მომენტით. როდესაც ბურთს ვფლობთ თამაში უფრო გვიადვილდება. თუმცა, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, რომ მატჩებს ინტრიგა ადრე მოვუკლათ, მიუხედავად ამისა, სწორი მენტალიტეტი გვაქვს, ვიცით, რომ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ბედნიერი ვარ ბოლოს ბუფონის სეივით, ის ყოველთვის აქაა“, – აღნიშნა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 22 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.