მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “სამივე ტიტულის მოგება შეგვიძლია”

პიანიჩი: “სამივე ტიტულის მოგება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა Sky Sport-თან ისაუბრა და გუნდის მიზნების შესახებ კომენტარი გაკაეთა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდს სამივე ტიტულის მოგება უნდა და ამის გაკეთება შეუძლია.

„ბედნიერი ვარ იტალიის თასის ნახევარფინალში კვალიფიკაციისთვის, რადგან მეოთხედფინალის გავლა ძალიან გვინდოდა. ვიცოდით „რომასთვის“ პრობლემა როგორ შეგვექმნა და ეს მოვახერხეთ, განსაკუთრებით ტაიმში. ჩვენი მიზანი კვლავ არის იტალიის თასის მოგება.

„იუვენტუსი“ არაფერს დათმობს და ყველა ფრონტზე კონცენტრირებული ვართ, მათ შორის იტალიის თასზეც. სკუდეტო? ბოლომდე დაძაბულ სეზონს ველოდები, ჩვენი კონკრენტები კი „ინტერი“ და „ლაციო“ არიან. მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ მიზანი შორსაა და გასავლელი გრძელი გზაა.

„ნაპოლისთან“ რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქე ძლიერია. სერია A-ში პრობლემები აქვს, მაგრამ ისეთი მწვრთნელი ჰყავს, როგორიც გატუზოა და ის ძალიან კარგი მოტივატორია.

„ლაციოსთან“ სუპერთასზე მარცხი? ვწუხვართ წაგების მაგრამ, მაგრამ ამას ჩვენი მუშაობის სტილი არ შეუცვლია.  ბევრი მიზანი გვაქვს და გვინდა, რომ ყველა შეჯიბრში ბოლოში გავიდეთ და ეს შეგვიძლია. ამ წლებში ბევრი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ არ ვართ კმაყოფილი და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებების მოპოვების გაგრძელება რთულია, ამას ვცდილობთ“, – თქვა პიანიჩმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …