მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “რომადან”

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “რომადან”

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „რომა“ ადვილად 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს და სტატისტიკურ მონაცემს, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა.

41 – 1951 წლიდან პირველად „იუვენტუსმა“ ზედიზედ 41 საშინაო შეხვედრაში მოახერხა მინიმუმ 1 გოლის გატანა.

15 – კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის თასზე პირველი გოლი გაიტანა. პორტუგალიელს 17 სხვადასხვა საკლუბო ტურნირში უთამაშია და 15-ში გოლი აქვს გატანილი. გამონაკლისი მხოლოდ უეფას თასი და კომუნითი შილდია. „რომას“ კარში მეშვიდე გოლი გაიტანა და თუ „იუვეს“ გამოვაკლებთ, იტალიურ გუნდთაგან ყველაზე მეტჯერ სწორედ რომაელები დაამწუხრა.

32 – „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში 32-ედ გავიდა და ეს რეკორდია.

17 – გონსალო იგუაინმა კრიშტიანუ რონალდუს საგოლე პასი კარიერაში მე-17-ედ გაუკეთა. მეორედ „იუვენტუსის“ რიგებში.

3 – ლეონარდო ბონუჩიმ „რომას“ კარიერაში მესამე გოლი გაუტანა. ამაზე მეტი არცერთი სხვა გუნდის კარში არ გაუტანია.

1 – როდრიგო ბენტანკურმა „ალიანც სთედიუმზე“ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.

14 – მაურიციო სარიმ “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე საწყისი 15 შეხვედრიდან 14 მოიგო და კარლო პაროლას 1960 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუმცა, პაროლას დროს “იუვემ” 14 გამარჯვების წილ 1 მატჩი წააგო, ხოლო სარის “იუვე” დაუმარცხებელია – 14 მოგება, 1 ფრე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …