ემრე ჯანის მომავალი „იუვენტუსში“ პრაქტიკულად არ არსებობს. გერმანელ ფეხბურთელს მაურიციო სარი მთელი სეზონია არ ენდობა, ბოლო დროს კი, შეცვლებზეც აღარ ათამაშებს.
აქამდე, ემრე „ევერტონს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა ინგლისურმა გუნდმა მეორე პლანზე გადაიწია და საქმეში „დორტმუნდი“ ჩაერთო.
ჯანი წინააღმდეგი არაა, რომ გერმანიაში დაბრუნდეს, რადგან ევრო 2020-ის წინ სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა. თავის მხრივ, „იუვეც“ გერმანული გუნდისგან პირველ წინადადებას ელოდება და მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს.
დიდი შანსია, რომ ემრე ჯანი „იუვენტუსს“ მიმდინარე თვეშივე დაემშვიდობოს.