მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “იუვეს” უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე სკუდეტოს მოგებაა!”

პიანიჩი: “იუვეს” უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე სკუდეტოს მოგებაა!”

მირალემ პიანიჩმა „იუვენტუსში“ ჩატარებული ბოლო თამაშის შემდეგ ისაუბრა და ლეონარდო ბონუჩის არ დაეთანხმა, რომელმაც თქვა, რომ მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგება იყო.

პიანიჩის აზრით, „იუვენტუსი“ უფრო მაღალ მიზნებს უნდა ისახავდეს და გამარჯვების ამბიცია ჰქონდეს.

„ლეოს განცხადება მოვისმინე. არ მინდა ეს უარვყო, მაგრამ ამ გუნდმა და ამ კლუბმა უფრო მეტი უნდა დაისახოს მიზნად, ვიდრე სკუდეტოს მოგებაა. წლების წინ უკეთ ვაკეთებდით ყველაფერს. ეს გავარდნა პირველი მატჩის შედეგია, როდესაც ორმატჩიან დუელს თამაშობ, გიწევს საფასურის გადახდა პირველი თამაშიდან გამომდინარეც. “ლიონს” მომდევნო ეტაპის საგზური ჩვენი ხელით გადავეცით.

არ ვიცი რა მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მინდოდა და იმედი მქონდა, რომ უფრო მეტს ვითამაშებდი, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე. წელს ბევრი სირთულე გვქონდა.

ვთამაშობდით სხვადასხვა ფეხბურთს, ამას დრო სჭირდება, ის რაც ჩვენ გავაკეთეთ, არ უნდა დაკნინდეს, გამარჯვება ადვილი არასდროსაა. ევრპაში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ამ კლუბს გამარჯვების ამბიცია უნდა ჰქონდეს.

წლების შემდეგ მე აქ ჩემს შვილთან ერთად გულშემატკივრის რანგში დავრუნდები, რადგან ნამდვილად მიყვარს ეს გუნდი. ყველაფერში წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა მირალემმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.

აქვე გეტყვით, რომ მირალემ პიანიჩის ტურინული კარიერა ოფიციალურად დასრულდა. ის „ბარსელონაში“ გადავა. ბოსნიელმა „იუვეში“ გატარებულ 4 წელიწადში 178 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …