ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ და მაურიციო სარის შესახებ კომენტარი გააკეთა. კაპელომ სარის პაულო დიბალას თამაშში ჩართვის გადაწყვეტილება და ხუან კუადრადოს დაცვაში დაყენება დაუწუნა.
„მე კუადრადოს შემტევ სამეულში ვათამაშებდი, მეგონა, რომ კოლუმბიელს ბერნარდესკის ადგილზე ათამაშებდა. დიბალას გამოყვანით რისკზე არ უნდა წასულიყო. მწვრთნელმა უნდა გააცნობიეროს ხელთ რა აქვს, მხოლოდ ერთი სათამაშო სისტემა არ უნდა ჰქონდეს, მოქნილი უნდა იყოს. სარის შევაქებ, რადგან გარკვეულ საკითხებთან ადაპტირება მოახერხა, მაგრამ გარკვეულ მომენტებში მოთამაშეთა თვისებებიდან გამომდინარე მისი სტილი მოკლებული იყო არსს. მხოლოდ რონალდუ გამორიჩეოდა, რადგან იგუაინი სხვაგან იყო…“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.