ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას „ლიონთან“ სტუმრად გატანილი გოლის წესის უპირატესობით გამოეთიშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – დეპაი პენალტის დროს მარტივად მოატყუა. მეორე ტაიმში გამოსვალზე უხეშად შეცდა.
კუადრადო 5 – მძიმე შეცდომების ავტორი ჩაწოდებების და თამაშის ცვლილებების დროს.
დანილო 6 – თავისი საქმე გააკეთა. სარის შეცდომაა, რომ ბერნარდესკის ნაცვლად ის არ გაამწესა ძირითადში.
დე ლიხტი 6.5 – თავით დომინირებდა. „იუვეს“ ორი ფენომენი ჰყავს, ერთს ზურგზე 7 ნომერი აწერია, მეორე დე ლიხტია.
ბონუჩი 6.5 – ბევრი დარტყა დაბლოკა და თავით გოლთანაც ახლოს იყო.
ალექს სანდრო 6 – მარცხენა ფლანგზე ბევრი ირბინა. რაბიო ხშირად მარტო ტოვებდა.
ბენტანკური 6 – აუარზე დანიშნული პენალტი მან აიკიდა, მაგრამ წესის დარღვევა არ ყოფილა და არანაირი დანაშაული არ მიუძღვის.
პიანიჩი 4.5 – მეორე ტაიმში მოედნიდან პრაქტიკულად გამქრალი იყო, სანამ ცვლილება არ მოხდა.
რემზი 6 – ცდილობდა თამაშის დალაგებას.
რაბიო 5 – ცუდი იყო, ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში დაიკარგა.
ბერნარდესკი 4 – გაუგებარია მისი თამაში და გაუგებარია ისიც, როგორ შეიძლება იყოს მუდმივად ძირითადში იმ გუნდის, რომელსაც ევროპის მწვერვალზე ასვლა სურს.
დიბალა 6 – პირველივე რეალურ დარტყმაზე ტრავმა გაუმიზეზდა.
იგუაინი 4 – დიბალას ადგილი დაიკავა ძირითადში, მაგრამ ის ფაზის და თამაშის მიღმა იყო.
ოლივიერი შ.გ – მან დიბალა შეცვალა.
რონალდუ 7.5 – ცდილობს, ცდილობს არასდროს ნებდება. „იუვე“ – „ატლეტიკო“, „იუვე“ – „აიაქსი“ და ახლა. არ ნებდება, უწევს ხმას, თანაგუნდელებს ამხნევებს. ჩემპიონთა ლიგიდან მისი გავარდნის დრო არ იყო. ახლოს იყო თავით ჰეთ-თრიქი შეესრულებინა და მორიგი შედევრი იქნებოდა, მაგრამ ამ თამაშში ბრალი ყველას მიუძღვის მის გარდა.
სარი 4 – მოიგო თამაში, მაგრამ რეალურად წააგო. ვერასდროს ახერხებს თამაშის მიმდინარეობისას რამის შეცვლას. „ლიონთან“ გავარდნა ფიასკოა, მიზეზების გარეშე, მსაჯის, კარანტინის, ტრავმების. არასწორი არჩევანი გააკეთა, ბერნარდესკის, პიანიჩის, იგუაინის. ეს არ არის მისი „იუვე“ და ამ გადმოსახედიდან შესაძლოა არც არასდროს იყოს.