ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ აღნიშნა, რომ მაურიციო სარიმ კარგად იმუშავა და ერთი თამაშით მისი გარჯა არ შეფასდება.
„ერთი თამაშით ვერაფერს შევაფასებთ. მთელი სეზონი უნდა შეფასდეს. სარიმ კარგად ჩაატარა რამდენიმე სეზონი კარიერაში, კარგი ფეხბურთის მიმდევარია და იმსახურებს მუშაობას. მოვიგეთ ზედიზედ მეცხრე სკუდეტო და იტალიის თასის ფინალში გავედით“, – აღნიშნა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.
*პარატიჩის კომენტარია ჩაწერილია „ლიონთან“ მატჩის დაწყებამდე.