ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მაურიციო სარის სამუშაო მთელი სეზონის მიხედვით შეფასდება და არა ერთი თამაშით.
„ლიონთან“ მატჩი განსჯის დღეა? შეფასება უნდა გაკეთდეს მთელი სეზონის მიხედვით, როგორც მწვრთნელი, ასევე მოთამაშეები სეზონის მიხედვით ფასდებიან. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ და ყველამ რაღც გავიგოთ, რადგან ყოველთვის არსებობს რისკი, რომ სეზონის ბოლოს მოტივაცია აღარ იყოს.
დიბალა? ჩვენთვის ფუნდამენტურია, ეს სეზონის განმავლობაში დავინახეთ“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.
*კომენტარი ჩაწერილია „ლიონთან“ მატჩამდე