ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტების წინაშე წარდგა. სწორედ ბოსნიელი იახლა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ.
პიანიჩს მედიის წარმომადგენელების კითხვებზე ასეთი პასუხები ჰქონდა:
„ვფიქრობ, რომ „ატლეტიკომ“ ბოლო წლები დაამტკიცა თავისი სიძლიერე. ეს არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში რთულია და ჩვენ ორი რთული შეხვედრა გველოდება. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია და ვეცდებით, რომ პირველივე მატჩში კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. ვიცით, რომ ფინალი ამ სტადიონზე უნდა გაიმართოს. ხვალიდან მნიშვნელოვანი ციკლი იწყება ჩვენთვის და ერთი ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, რადგან რომ აქ ფინალის სათამაშოდ დავბრუნდეთ.
კრიშტიანუ? ძალიან მოტივირებულია. ამ ტურნირზე დაამტკიცა, რომ უფრო დიდია, ვიდრე სხვა ფეხბურთელები.
„იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია? – ვგრძნობთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ფავორიტობა სხვა რამეა. ფავორიტი ამ ტურნირზე 5-6 გუნდია, რომელთაც გამარჯვება შეუძლიათ. ჩვენ აქამდე მოვედით და ერთი სული გვაქვს შეხვედრა დაიწყოს. კარგ ფორმაში ვართ და შეცდომის უფლება არ გვაქვს. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია უპირატესობა პირველი თამაშში მოვიპოვოთ“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება.