ტურინის „იუვენტუსი“ განაცხადი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის ცნობილია. „ბებერი სინიორა“ მადრიდში დანაკლისით ჩავიდა.
გუნდს დუგლას კოშტა და სამი ხედირა ვერ დაეხმარებიან. ბრაზილიელი აგრძელებს აღდგენით პროცესს, ხოლო გერმანელის სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მატჩისთვის მზად არაა და მადრიდში გუნდს საერთოდ არ გაჰყოლია. გავრცელებული ცნობით, გერმანელს გულის პრობლემები აქვს.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, კასერესი, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 თებერვალს გაიმართება.