მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “ატლეტიკოსთან” მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ”

ალექს სანდრო: “ატლეტიკოსთან” მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ბრაზილიელი მცველი შეეხო, როგორც სერია A-ში შექმნილ ვითარებას, ისე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მოახლოებულ დაპირისპირებას.

გარდა ამისა, ალექს სანდრო ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის დაბრუნების შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ნაპოლის“ 13 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვეშვათ. ყურადღებით უნდა დავრჩეთ და კონცენტრირებული ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგისთვის მზადება ცოტა განსხვავებულია, ვიდრე სერია A-სთვის, თუმცა კონცენტრაცია ორივეგან უფრო იზრდება, რადგან სეზონის დასკვნითი ნაწილი ახლოვდება.

გრიზმანი, დიეგო კოშტა, მორატა? – დიდი ჩემპიონები არიან, მარამ „ატლეტიკო“ ძლიერია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მხოლოდ ამ სამ ფეხბურთელზე არ უნდა ვიფიქროთ. ვინაიდან, სხვა ფეხბურთელებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. „ატლეტიკოს“ კარგად ვიცნობთ, მისი თამაშის სტილს, ეს კარგად ჩამოყალიბებული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგით ცხოვრობს, თუმცა „იუვე“ მოედანზე გამარჯვებისთვის გავა.

ბონუჩი და კიელინი? – გამოცდილი ფეხბურთელები არიან და ორივე გუნდისთვის ძალიან ძვირფასია. დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობენ და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ. კრიშტიანუც გუნდს ძალიან ეხმარება თავისი გამოცდილებით და ხარისხით. კარგ სეზონს ატარებს და იმედია, ასე გააგრძელებს“, – განუცხადა ალექს სანდრო Sky Sport-ს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …