მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ბუფონი რონალდუმ შეცვალა”

კიელინი: “ბუფონი რონალდუმ შეცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ესპანურ მედიაში „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პოპულარობით სარგებლობენ. ლეონარდო ბონუჩის შემდეგ ჯორჯო კიელინიმაც მისცა იტერვიუ ადგილობრივ მედიას.

„ბებერი სინიორას“ კაპიტანმა Marca-სთან ისაუბრა:

„ჩემპიონთა ლიგა შეპყრობა არაა, მიზანი – არის. თუმცა, საქმე მშვიდად უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რომ ერთადერთი გუნდი არ ვართ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. არსებიბს 5-6 გუნდი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალუძთ. გვინდა, რომ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 20 თებერვალს და 1 ივნისს ვითამაშოთ.

„ატლეტიკო“ წილიყრისას არ გაგვიმართლა. ყველაზე ძლიერი და ყველაზე მსგავსი მეტოქე გვერგო. თუმცა „იუვენტუსი“ ერთიანი ჯგუფია, ოჯახია, რომელიც გამარჯვებით ცხოვრობს. ახლა გვინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.

კრიშტიანუ რონალდუ? – ეს მნიშვენლოვანი იყო, რადგან ბუფონი წავიდა და მხოლოდ ასე შეგვეძლო მისი წასვლით გაჩენილი სიცარიელის შევსება. ეს არც წარმომედგინა, რადგან არ მეგონა „რეალი“ ასეთ ფეხბურთელს თუ შეელეოდა, რომელიც ყველა თამაშში ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

მსოფლიოს საუკეთესო მცველი? – „ატლეტიკოს“ ჰყავს გოდინი, როდესაც ის არაა, ყველაფერი იცვლება. მსოფლიო საუკეთესო მცველი სერხიო რამოსია. ვფიქრობ, შარშან „ბერნაბეუზე“ რამოსი მოედანზე რომ ყოფილიყო, 3:0 ვერ დავწინაურდებოდით“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …